რეგიონი
79 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა განაახლა (ვიდეო)
ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და სარემონტო სამუშაოების დასრულებას ითხოვს. ის მერიას უყურადღებობასა და დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 3 წლის  განმავლობაში ზუგდიდში სამართალი ვერ იპოვა.

ჯოჯუა ქალაქ ზუგდიდის მერიასთან შიმშილობს. მასთან სასაუბროდ მერის მოადგილე გია გულორდავა მივიდა, რომელმაც მოშიმშილისგან პრობლემა მოისმინა, შემდეგ კი მის საცხოვრებელ ბინაში გადაინაცვლა. მასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრის“ უფროსი მამუკა ციმინტია.

ვიცე-მერმა გია გულორდავამ განაცხადა, რომ გაერკვევიან ამ საკითხში და ყველაფერს გააკეთებენ პრობლემის მოსაგვარებლად. თავის მხრივ, ციალა ჯოჯუა შიმშილობის აქციის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ დანაპირები არ შესრულდება.

ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებისა და შეკეთების მოთხოვნით პერმანენტულად მართავდა აქციებს.




Print