რეგიონი
ზუგდიდში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
მიკროავტობუსების მძღოლებმა,რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ემსახურებიან, საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი სამი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათს დავალიანებას არ აუნაზღაურებენ, ისინი გაიფიცებიან.

„კომპანია, რომელიც ხელფასს გვიხდიდა, შეიცვალა. ახლა ტენდერი შპს „დაკა ჯორჯიამ“ მოიგო“,- აღნიშნა ალეკო მინჯორაიამ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს რამდენჯერმე დაუკავშირდენენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.

რადიო „ათინათმა“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახა ფარცვანისთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.



Print