რეგიონი
როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრამდე, აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა და აქციის გამართვა სცადეს. ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. როგავები ხიდზე სავალი გზის გადაკეტვასაც რამდენჯერმე შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცავებმა მათ მოუწოდეს, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის დამორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრნენ.

პოლიცილებმა არჩიკო როგავას შვილი და პაატა როგავას და დარეჯან როგავა დააკავეს. ის, წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან ავტომობილით გაიყვანეს.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ამავე თემაზე:

როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)


Print