რეგიონი
ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს
ქალაქ ზუგდიდის მერიის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ გააფრთხილეს. ამასთან, მათ აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს მიერ მიღებული რეგულაციები გააცნეს და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაცლისაკენ მოუწოდეს. მერია მოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.

ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მასშტაბური ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილების მიხედვით, გარე ვაჭრობა ქალაქის 15 ქუჩაზე აიკრძალება, თუმცა, ყვავილების, სუვენირების, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გასაყიდად მოწყობილობების დადგმისთვის ნებართვა გაიცემა. მერიაში აცხადებენ, რომ რეგულაციის მიზანია ქალაქ ზუგდიდის იერსახის შენარჩუნება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.






Print