რეგიონი
ზუგდიდის ბიბლიოთეკა 105 წლის გახდა (ვიდეო)
არტ-გალერეაში ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის 105 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაზე ზუგდიდის მერიამ სამი ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი: ნორა იოსავა, ბაბუცა უღრელიძე და ლიანა ქარჩავა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. მათ სიმბოლური საჩუქრები მერის მოადილემ კობა ჯიქიამ გადასცა.

„წელს მეორედ აღვნიშნავთ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის იუბილეს. ვფიქრობ, როცა ჩვენ დავაფასებთ პენსიაზე გასულ ადამიანებს და მათ ღვაწლს, ბუნებრივია, ეს იქნება სტიმული დღეს მომუშავე ბიბლიოთეკარებისთვის,’’- თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ.

ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას ინფორმაციით, წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის საცავების რეაბილიტაცია დაიწყება, ხოლო მომავალ წელს მას ახალი ფილიალიც დაემატება.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

Print