რეგიონი
"ამ ადამიანებმა ზუგდიდს ქალაქის სტატუსი წაართვეს" - პლაკატები ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელექტრობოძებზე საკრებულოს იმ წევრების პლაკატები გააკრეს, რომლებმაც ქალაქისა და თემის გაერთიანებას მხარი დაუჭირეს. მათ შემდეგი შინაარსის წარწერა ჰქონდა: „ ამ ადამიანებმა ზუგდიდს ქალაქის სტატუსი წაართვეს“. პლაკატების გაკვრის პროცესს სამართალდამცავები აკვირდებოდნენ, რამაც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ანა წითლიძის პროტესტი გამოიწვია.





„მოსახლეობა დილიდან აკრავს აღნიშნულ პლაკატებს, რასაც ჩვენც შევუერთდით. საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ საკრებულოს წევრებს, რომლებმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს და მხარი დაუჭირეს ქალაქის და თემის გაერთიანებას. პოლიციის სრული შემადგენლობა დამყვება, რაზეც აღნიშნული სტრუქტურა დროს არ უნდა კარგავდეს", -თქვა წითლიძემ.




ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას თქმით, ზოგადადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად პლაკტების გაკვრა გარკვეულ ადგილებზე აკრძალულია, თუმცა ამ შემთხვევაში პირის დააჯარიმებენ საქმე შერცევით სამართალთან გვექნება.

„არასათანადო ადგილას არის განცხადებები და პლაკატები, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნების დროს არის გამოკრული. მაშინ როდესაც თითეულ პოლიტიკურ პარტიას თხუთმეტი დღის ვადაში უნდა ჩამოეხსნა ისინი, - თქვა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხი 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.


Print