კორცხელის დედათა მონასტრის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 304 ათასი ლარი გამოიყოფა (ვიდეო)
15:36 / 06.06.2017
კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის
რეაბილიტაციისთვის რეგიონული
განვითარების ფონდიდან 304 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ
ინიციატივას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე
დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„შარშანდელი ხანძრის შემდეგ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ მონასტერს
გავარემონტებდით. ხარჯები დათვლილია და მისი რეაბილიტაციისთვის 304
000 ლარია საჭირო“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ
ნანავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხა რეგიონში განსახორციელებლი პროექტების
ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ 650 000 ლარში შედის.
დარჩენილი 346 000 ლარი კი კორცხელში წყალმომარაგების დამატებით
სამუშაობს, ჭკადუაშსა და ინგირში გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
ცნობისთვის, კორცხელის დედათა მონასტრის შენობა გასული
წლის 17 მაისს ხანძრის შედეგად დაზიანდა.
მასალის გამოყენების პირობები