რეგიონი
გარემოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ (ვიდეო)
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა დასრულდა. მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.



„გვითხრეს, რომ 28 აგვისტომდე შეგვიძლია გავაგრძელოთ ვაჭრობა. წყალმომარაგების კომპანია, რომელმაც იქ გარკვეული სამუშაოები უნდა ჩაატაროს, ხუთ დღეში დაასრულებს მუშაობას, შემდეგ კი ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ჩვენს ადგილებს“, - ამბობენ მოვაჭრეები.



ვიცე მერის გია გულორდავას თქმით, აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელიც ქალაქში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას ახორციელებს, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების დასრულებას უმოკლეს ვადაში სთხოვენ, რათა მოვაჭრეებმა დროულად შეძლონ მუშაობის გაგრძელება.



ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდენ. გარემოვაჭრეები აცხადებდენ, რომ ისინი გაფრთხილებულები არ იყვნენ, რაზედაც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია აპრილიდან იყო გავრცელებული.



გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე დღეს დილიდან ისევ შეიკრიბნენ. მათი თქმით, დახლებთან ერთად მათი სავაჭრო საქონელიც გადაყრილი იყო. მოგვიანებით მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის მოთხოვნით მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ გუბერნატორი შეხვდა. აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გუბერნატორმა მათ რამდენიმე გარემოვაჭრესთან შეხვედრა შესთავაზა. საბოლოოდ რამდენიმე მათგანი ანი წითლიძესთან ერთად გუბერნატორს, ვიცე მერს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდნენ.

ამავე თემაზე:

გუბერნატორი გარემოვაჭრეებს: გატყუებენ, აყრილები არ ხართ

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს

მერის მოადგილე: გარემოვაჭრეების საქონელი არ გადაგვიყრია

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ

გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)

გარემოვაჭრეები აქციას ხვალ დილიდან იწყებენ (ვიდეო)

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს



Print