მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)
23:17 / 23.08.2017
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეების
დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს,
მათსა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორის დაპირისპირება
მოხდა. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი გაფრთხილებულები არ
იყვნენ, და აქციებით იმუქრებიან.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით კი მოვაჭრეები
გაფრთხილებულები იყვნენ.
„ყველა გაფრთხილებული იყო და არ გინდათ ახლა დებოში“, - უთხრეს
მოვაჭრეებს მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა.
„ეს არის სიცურე, ტყუით. მატყუარების ჯგუფი ხართ. სად გაქვთ
ალტერნატივა“, - მიმართა მათ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და
სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ.
ადგილზე იმყოფებიან ასევე "ზუგდიდდასუფთავების" სამსახურის
წარმომადგენლები და სამართალდამცველები.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები