ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები რამდენიმე
წუთის წინ დაიშალნენ. ისინი საკუთარი სავაჭრო დახლების აღებას
აპროტესტებენ
და აქციებს ხვალ დილიდან აანონსებენ.
თავის მხრივ, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის,
ნუკრი ესართიას განმარტებით, დახლების აღება წყალმომარაგებისთვის
აუცილებელ სამუშაოებს უკავშირდება.
„ზუგდიდში ხორციელდება 80 მილიონიანი პროექტი, წყალანირებისა და
წყალმომარაგების სიტემის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანული კომპანია, ათი დღეა, გვთხოვს, რომ სამუშაოების
დასაწყებად ეს გზა გათავისუფლდეს. ორი დღეა, გარემოვაჭრეებს
ვეხვეწებით, დააცარიელონ ტერიტორია. უკიდურეს ზომებს მივმართეთ, როცა
მივხვდით, რომ არ აპირებდნენ ადგომას. აპრილიდან გაფრთხილებულები
არიან, რომ უნდა დაცალონ ტერიტორია“, - აღნიშნა ესართიამ.
მისივე თქმით, მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას გარემოვაჭრეები
არ დათანხმდნენ.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და
სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე "ზუგდიდდასუფთავების" სამსახურის
წარმომადგენლები და სამართალდამცველები.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20
აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის
ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა,
გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები