ახალი ამბები
აქციის მონაწილეები ზუგდიდში ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობენ
ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში  გზის გადაკეტვას ცდილობს. მათ ამის საშუალებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ აძლევენ, თუმცა, საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.



სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ათკაციანი ჯგუფისა და გუბერნატორის მოადგილის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მათი თქმით, შეხვედრით უკმაყოფილეობი არიან. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი ანაზღაურებას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სოფლებში არჩევნებს არ ჩავატარებინეთ - გუბერნიაში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


Print