ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სარჩელი მერიის იურისტებმა უზენაეს სასამართლოში უკვე შეიტანეს.

თავის მხრივ, გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემაც. საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების თანახმად, პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნები არ იკვეთება, რასაც ორგანიზაცია არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სწორედ ამ ნაწილში ასაჩივრებს.



ქუთაისის სააპელაცი სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო. ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გამგეობა ვალდებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118 მუხლის თანახმად, გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინოს და ამასთან განაცდური აუნაზღაუროს.

ამავე თემაზე:

სააპელაციო სასამართლომ გამგეობიდან 8 თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

Print