ახალი ამბები
დადიანის ქუჩაზე ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, პირველადი ინფომაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ბინა დამწვარი და 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

Print