ახალი ამბები
გარემოვაჭრეები მერიის წინ: ძირს გოგია
ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა მერიის წინ შეძახილებით „ძირს გოგია“ გადაინაცვლეს. ისინი ისევ მერთან შეხვედრას ითხოვენ. "ჩვენთვის არ არის მერი. ვითხოვთ მის გადადგომას. ჩამობრძანდეს და დაგველაპარაკოს", - ამბობენ ისინი. მათ  შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 



გარემოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა მუშაობის უფლების გაგრძელებაა.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარედ ისევ შეიკრიბნენ
Print