ახალი ამბები
ქალაქის ხუთ უბანში მერის წარმომადგენლები დაინიშნა
ქალაქ ზუგდიდის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს მერიაში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება. კონკურსის შედეგად ვაკანტურ თანამდებობზე დაინიშნენ: ეგრისი - გენო ბენდელიანი

ენგური - თემურ მარკოზია

კოლხეთი - ლაშა ფარცვანია

მაცხოვრისკარი - ლაშა ადეიშვილი

ოდიში - თენგის ხარჩილავა

ამ დრომდე ამ უბნებს მერიაში წარმომადგენლები არ ჰყავდათ.



გარდა ამისა, ვაკანტური აღარ არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მერის წარმომადგენლის თანამდებობა. ბაშში აღნიშნულ პოსტზე ალფესი კვარაცხელია, ცვანეში კი ელდარ დადიანი დაინიშნა.

ზუგდიდის მერიაში 11 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 25 დეკემბერს გამოცხადდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი ორ - დოკუმენტაციის გადარჩევისა და ზეპირი დავალება-გასაუბრების ეტაპებს მოიცავდა.რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის შემადგენლობას, ის 8 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენელი და ქ.ზუგდიდის N11საჯარო სკოლის დირექტორი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიაში ორი სამსახურის უფროსი დაინიშნა

ქალაქ ზუგდიდის ხუთივე უბანში მერს წარმომადგენელი ეყოლება

Print