რეგიონი
ზუგდიდში მსხვილფეხა საქონლის მეპატრონეები დაჯარიმდნენ
ზუგდიდში, პირველი თებერვლიდან დღემდე მსხვილფეხა პირუტყვის 7 მეპატრონე 50-50 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შესაბამისი დადგენილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 თებერვალს მიიღო.

ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავი მსხვილფეხა და წრვილფეხა საქონლის მეპატრონეები 100-100 ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმის დაგვიანების შემთხვევაში დამატებითი სანქცია, 50 ლარი დაწესდება. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე თანხას 5 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, საქონელი გაიყიდება.


ამავე თემაზე:

ქალაქში მოძრავი საქონლის მეპატრონეებისთვის ჯარიმები დაწესდა
Print