ახალი ამბები
ზუგდიდის მერია 8 000 ლარის საოფისე სკამების შეძენას გეგმავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 200 ცალი საოფისე სკამის შესაძენად 8 200 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სკამებს მერია ადმინისტრაციული სამსახურისა და სოფლებში მერის წარმომადგენლებისთვის ყიდულობს. აქვე მითითებულია, რომ ავეჯი გათვალისწინებულია სათათბირო დარბაზებისა და სამუშაო ოთახებში დაზიანებული სკამების შესაცვლელად. მისი საგარანტიო ვადა კი არანაკლებ ერთი წელია.



ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Print