ახალი ამბები
მერიაში ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე არშემდგარი ტენდერების მიზეზებს იკვლევენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე მესამედ გამოცხადებული ტენდერიც არ შედგა. მერიაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობენ და იკვლევენ, რატომ არ ისურვა არცერთმა შესაბამისმა კომპანიამ წინადადების შემოტანა. თავად მერიაში კი აღნიშნულის მიზეზებს ვერ ასახელებენ.

„ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები. ვიკვლევთ, რატომ არ მიიღო არცერთმა კომპანიამ ორჯერ ტენერში მონაწილეობა. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც მიზეზებს გამოვიკვლევთ, ტენდერს ისევ გამოვაცხადებთ“, - აღნიშნეს მერიაში.

ზუგდიდის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა.
მანამდე აღნიშნულზე გამოცხადებულ პირველ ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შპს "ვექტრამ" ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტედენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად არ წარმოადგინა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსებაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა
Print