რეგიონი
ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი სამი პირი დააკავეს
ზუგდიდში სამი პირი, რომელიც ცენტრალური ბაზრის გარეთა ტერიტორიაზე ვალუტას ცვლის, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მოვაჭრეების თქმით, ისინი სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესულიყვნენ.

„გუშინ, დაახლოებით, სამ საათზე დააკავეს. გვეუბნებიან, გარეთ არ დადგეთ, შედით შიგნითო. ყველა გაგვაფრთხილეს, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ გვაქვს და გარეთ დგომისთვის დააკავეს ისინიც”, - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ გულნაზ მორგოშიამ.

დაკავებულებიდან ორი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 250-250 ლარით დააჯარიმა. პოლიციას გარემოვაჭრეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით ჰყავდათ დაკავებული.

ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ვალუტის გადამცვლელი არ დგას.


Print