ახალი ამბები
ზუგდიდელ ომის ვეტერანებს მერიაში უმასპინძლეს (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდელ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს. მერიაში ომის 10 ვეტერანიდან ორი მათგანი 92 წლის აფხაზეთიდან დევნილი ივანე მოროხია და 96 წლის კარლო ლაგვილავა იმყოფებოდნენ.



ანაკლიელი კარლო ლაგვილავა ომში 18 წლის წავიდა და საქართველოში 25 წლის დაბრუნდა.



„37 წევრიდან იყვნენ ქუთაისელი, წყალტუბოელი და ბორჯომელი მებრძოლებიც. ახლა ხშირად ვკონტაქტობ ბორჯომელ ვეტერანთან და ვიხსენებთ, როგორ უღალატოდ ვიბრძოდით ერთად“, - უთხრა ჟურნალისტებს ლაგვილავამ.

ივანე მოროხიამ კი თქვა, რომ ომის ვეტერანები ხელისფლებისგან უყურადღებობას უჩივიან და ყოველთვიური პენსიის თხოვნით მთავრობას წერილით უკვე მიმართა.



მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიამ ომის ვეტერანებს, რომელთანგან 5 ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს, 500-500 ლარი გადასცა. ლაშა გოგიას თქმით, დღესვე ფულადი თანხა 200-200 ლარის ოდენობით 23 ზურგის მუშაკსაც ჩაერიცხება.

გარდა ამისა, გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებითან ერთად გარდაცვლილი ვეტერანების საფლავებს ყვავილებით შეამკობს, მოგვიანებით კი ისინი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს სახლებში ესტუმრებიან.


Print