ახალი ამბები
დადიანის ქუჩაზე კორპუსების ეზოების მოსაწყობად ტენდერი ისევ გამოცხადდა
ზუგდიდში ლევან II დადიანის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინების #2 და #4 კორპუსების ეზოები კეთილმოეწყობა. შესაბამისი ტენდერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შპს "ზუგდიდმშენსერვისმა" ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო.

შესასრულებელი სამუშაოების პროექტში შედის საბავშვო მოედნის, გარეგანათების, მცენარეული საფარის, სანიაღვრე არხებისა და პანდუსის მოწყობა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 212 570 ლარია. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელია. გასულ კვირებში მსგავსი ტენდერი მერიამ ქუჯის, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩებზე მდებარე კორპუსების კეთილმოწყობისთვის გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩებზე კორპუსების ეზოები კეთილმოეწყობა (ფოტო)
Print