რეგიონი
ექვს ზუგდიდელ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსდა
განსაკუთრებული ნიჭის მქონე 6 ახალგაზრდას, მათ შორის, სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სი-ის ზუგდიდის განყოფილების 2 მოსწავლეს, საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო.

გერმანიაში სასწავლო ვიზიტით N 1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე კონსტანტინე აბშილავა და GLC-ის მოსწავლეები თამარ ბულია და ნინო ყალიჩავა გაემგზავრებიან. სამივე მათგანი გოეთეს ინსტიტუტის პროექტის ,,ხიდი განათლებისკენ“ მონაწილეა და ისინი სასწავლო ვიზიტით ქალაქ კალსრუუს ,, მერკურ აკადემიაში" არიან მიწვეულები.

საბერძნეთში, ნახევარკუნძულ პანიოტზე კი სოფელ ორსანტიის ანსამბლ ,,ოდაბადეს“ სოლისტები გაემგზავრებიან. ლუკა წითაშვილი, გოგა და დათო მორგოშიები ცეკვის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

Print