ახალი ამბები
რამდენი დახარჯა ზუგდიდის მერიამ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ზუგდიდში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მთავარი ხეივნის ორივე მხარეს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა.

ჩატარდა სხვადასხვა გამოფენა, მუსიკალური, სპორტული და სხვა სახის აქტივობები.

რადიო "ათინათმა"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დღის აღსანიშნავად 63 400 ლარი გამოიყო. 



მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული აქტივობები გამსახურდიას გამზირზე მიმდინარეობდა, ქალაქის მთავარ მოედანზე კი სივრცეები და ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწყო.


ამავე თემაზე:

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა (ფოტო)

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)

რა ღონისძიებებით ხვდება ზუგდიდი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს
Print