ახალი ამბები
ზუგდიდში შშმ ბავშთა დღის ცენტრში ახალი პროგრამა იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სწავლის და განვითარების ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ახალი პროგრამა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მერიის თანადაფინანსების კომისიამ დღეს მიიღო.

სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაფინანსდა კავშირ ,,ნერგები“-ს პროექტი ,,ჩემი სივრცე“.



მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დღის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განმავითარებელი ნივთებით აღიჭურვება, მოეწყობა სენსორული ოთახი, დაინერგება ახალი მეთოდოლოგია, გაუმჯობესდება გარემო და ბავშვის შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე იქნება მორგებული.

ამავე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3155 შშმ პირია, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული მომსახურება.

Print