ახალი ამბები
ზუგდიდში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სპორტკომპლექსში ჩატარდება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის სკეიტპარკში დაგეგმილი ღონისძიებები უამინდობის გამო სპორტკომპლექსის შენობაში გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 12 -დან 18 საათამდე გაგრძელდება.

დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. ბავშვები უფასო საბავშვო ატრაქციონებით, ჩასაჯდომი მანქანა-საქანელებით,  კარუსელით ისარგებლებენ. იქნებიან მხიარული ჯამბაზები,  გაცოცხლდებიან ზღაპრის გმირები მიკი და მიმი, ასევე, იგეგმება სპორტული თამაშები, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ბავშვებს დაურიგდებათ ნაყინი და გადაეცემათ ზღაპრების ჟურნალი.

დღესვე ღონისძიებებს ზუგდიდის მერი ლაშა გოგიაც შეუერთდება. 

მერიამ ადგილობრივი ბიუჯედტიდან ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად 11 000 ლარზე მეტი გამოყო. 

ამავე თემაზე:

პირველ ივნისს ზუგდიდში ბავშვებს უფასო ნაყინს დაურიგებენ



Print