რეგიონი
საია-ს ახალი პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდის მერიაში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიში საია-ს ახალი პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულის, არასამთავრებო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებს პროექტი საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში განხორციელდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველების, ეკო-ემიგრანტების, საზღვრისპირას მცხოვრები ადამიანებისა და დევნილების უფლებების დაცვა იქნება.

„სამიზნე ჯგუფების პრობლემების ინდენტიფიცირებისთვის ჩვენ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან. პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წელს დამთავრდება“, - აღნიშნა ჯანო ჭკადუამ.

პროექტი გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის-პროტესტანტული განვითარების სამსახურის“ მხარდაჭერით ხორციელდება.


Print