ახალი ამბები
ყოფილი პარლამენტარი გურამ (ცაცა) შელია გარდაიცვალა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გურამ (ცაცა) შელია, რომელიც ამ დროისთვის ზუგდიდის მერიის "აიიპ ბოტანიკური ბაღების გაერთიანება"-ში მუშაობდა, ავადმყოფობის შედეგად 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შელია 1992-1995 წლების მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია "ტრადიციონალისტების" წევრი, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც იყო.

ამასთან, თავმჯდომარეობდა "თავისუფალი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციას, 90-იან წლებში კი "ეროვნული მოძრაობის" რიგებშიც იყო.


Print