ახალი ამბები
ფოთში სავარაუდოდ წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციელმა მამაკაცი მოკლა
ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის დროს სამართალდამცავმა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საქმე ქურდობის მცდელობისთვის 19/177-ე მუხლით მიმდინარეობს, სამართალდამცავის მხრიდან გასროლას კი პროკურატურა იძიებს.




Print