ახალი ამბები
პოლიციელმა ქურდობაში ბრალდებული მამაკაცი თავის არეში დაჭრა
ზუგდიდის საავადმყოფოს ინფორმაციით, კლინიკაში პოლიციელის მიერ მამაკაცი თავის არეში შემღწევი ჭრილობით შეიყვანეს. რადიო „ათინათს“ საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, რომ შემოყვანისას შუახნის მამაკაცს თავის ქალისა და სხვადასხვა ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა.

„ფაქტობრივად, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, დაზიანებები კი სიცოცხლესთან შეუთავსებელი. რამდენიმე წუთში კი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა“, - აღნიშნა ორჟონიამ.

დღეს დილით მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის დროს სამართალდამცავმა წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. საქმეს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. ქურდობის მცდელობის ფაქტზე კი გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.


ამავე თემაზე:

ფოთში პოლიციელის მხრიდან გასროლის ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო
Print