ახალი ამბები
სუს: ზუგდიდის მერიის ააიპ-იდან დოკუმენტაცია ამოვიღეთ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრიდან" გარკვეული სახის დოკუმენტაცია ამოღებულია. რადიო "ათინათს" სუს-ში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას ვერ გასცემენ.

რაც შეეხება ჩვენს კითხვას, არის თუ არა დაკავებული აღნიშნულ საქმეზე ვინმე, უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

მერიაში კი ამბობენ, რომ ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს და სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.


ამავე თემაზე:

მერია: "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან" დაკავშირებით არაფერი ვიცით

ზუგდიდის ბიუჯეტიდან განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის ორი წლის განმავლობაში 150 000 ლარი გამოიყო
Print