ახალი ამბები
ზუგდიდის ქუჩაზე ორმოში ქოთანში ჩარგული მცენარე ჩადგეს
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე არსებულ ერთ-ერთ ორმოში ქოთნით დეკორატიული ბუნებრივი მცენარე ჩადგეს. მოქალაქე როსტომ ზარანდიამ შესაბამისი ფოტო ფეისბუქის საკუთარ გევრდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.



"არ დაიწყოთ ახლა: ბუნტისთავია, ამან ყველაფერზე უნდა იჩუხობოსო. უსაფრთხოების მიზნით ჩავდგი ქოთანი იმ ორნოში და მორჩა.

#კუდებისმობმისგარეშე. ზუგდიდის მერიას არ მოვთაგავ, ფოტოზეც ჩანს და იმიტომ", - დაწერა ზარანდიამ პოსტის აღწერაში.

მცენარე ახლაც ადგილზეა.

ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს გადაეცა და ორმულების ამოვსება დღესვე დაიწყება. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.
Print