ახალი ამბები
ზუგდიდში მეწარმეებს სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ (ფოტო)
ზუგდიდში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის " ბიზნეს ზონა" ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე სექტორში მოღვაზე მეწარმეები და ფერმერები დაესწრნენ.

ტრენინგს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე გაუძღვა, რომელმაც დამსწრეებს კანონმდებლობის მოთხოვნებსა, HACCP-ის სისტემასა და ISO-ს სერთიფიკატის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 




„ორი დღის განმავლობასი მეწარმეებს გავაცანი სურსათის უვნებლობის თვალსაზირისით არსებული კანონმდებლობა, მოთხოვნები და პროცედურები. ასევე, HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო ანალიზის) სისტემა, რომლის დანერგვა სამეგრელოში განსაკუთრებით საჭიროა, რადგან თხილის მწარმოებლებისთვის გახდა აუცილებელი. ასევე, ვისაუბრეთ სხვა საერთაშორისო სტანდარტებზე და გქვონდა პრაქტიკული დავალებები, რომელთა შესრულების შემდეგ მიხვდნენ, რომ არცისე რთული და მარტივად გასაგები მოთხოვნებია საერთაშორისო ბაზარზე“, - თქვა ბირკაძემ.

ტრენინგით კმაყოფილები დარჩნენ ადგილობრივი მეწარმეები. მათი თქმით, მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულად განხორციელებასა და საკუთარ საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების აუცილებელი მოთხოვნების დანერგვას შეეცდებიან.

„მივიღეთ უამრავი ახალი ინფორმაცია, არა მხოლოდ DCFTA-ის ფარგლებში, არამედ ადგილორბივ ბაზარზე სერთიფიცირებული პროდუქტის მოსახვედრად, რადგან მაღალი ხარისხით კმაყოფილი იყოს მომხმარებელი და მათსა და მეწარმეებს შორის კავშირი უფრო მდგრადი იყოს“, - გვითხრა „კოლხი ფუტკარის“ თანათავმჯდომარემ ბესიკ ირემაძემ.

ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარების“ ინიციატივით ჩატარებული ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


ასოციაცია, პროექტ „ბიზნეს ზონის“ ფარგლებში, მსგავსი სახის აქტივობებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში გეგმავს.



Print