პოლიტიკა
გეგა შენგელია ვიცე-მერად შესაძლო დანიშვნაზე: ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა
TBC  ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი გეგა შენგელია, შესაძლოა, ზუგდიდის ვიცე-მერად დაინიშნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

"კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - თქვა შენგელიამ.

გეგა შენგელია გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა. 

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გულორდავა ბრალს არ აღიარებს.
Print