ახალი ამბები
მაიზერ ნანავა: გეგა შენგელია ვიცე-მერად თავისი გამოცდილების გამო შევარჩიე (ვიდეო)
ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ თანამშრომლებს წარუდგინა. მისი თქმით, შენგელიას საფინანსო სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოადგება. ნანავას ინფორმაციით, შენგელია კურატორობას საფინანსო-საბიუჯეტო, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურულ და შესყიდვების სამსახურს გაუწევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ნანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შენგელია მის მიერ შერჩეული კადრია.



„ის ღირსეული კადრია, თავისი გამოცდილებით, კერძო სექტორში მუშაობით, ამიტომაც შევაჩერე ამ კანდიდატზე არჩევანი და დავნიშნე მოადგილედ“, - თქვა ნანავამ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ მაისის შუალედურ არჩევნებამდე მერის მოვალეობას თავად შეასრულებს.

ვიცე-მერის წარდგენას მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეც დაესწრო. მან შენგელიას პოსტზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

alt

„მიუხედავად იმისა, რომ მას საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება საბანკო საქმეში და ფინანსური მიმართულებით გამოადგება მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ჩვენი ბიუჯეტის ოპტიმიზაციის კუთხით“, - აღნიშნა წოწერიამ.

გეგა შენგელია ვიცე-მერის თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.

ამავე თემაზე:

გეგა შენგელია: ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილება მაიზერ ნანავამ მიიღო (ვიდეო)
Print