რეგიონი
ელზა ზოდელავამ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აღსრულების ბიუროს მიმართა
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით ამჯერად აღსრულების ბიუროს მიმართა. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვს. ზოდელავამ რადიო "ათინათს" უთრა, რომ მან შესაბამის უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც მედიით შეიტყო, რომ მუზეუმის დირექტორს ვაკანტური ადგილი არ ჰქონდა და სამსახურში ვერ დააბრუნებდა.

"სასამართლოს განჩინება უნდა აღსრულდეს და ვითხოვ, ეს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდეს. ველოდებით დადებით გადაწყვეტილებას და თუ ასე არ მოხდება, მივმართავ ყველა უწყებას", - ამბობს ელზა ზოდელავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზოდელავა სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდურიც აუნაზღაურონ. თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ ყოფილი თანამშრომლის აღსადგენად შტატი და დაფინანსება არ აქვს.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან 2017 წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

გათავისუფლებულმა გიდმა სამსახურში აღდგენის განჩინება მუზეუმს ჩააბარა (ვიდეო)

ლილი ბერაია გათავისუფლებულ გიდზე: შტატი და დაფინანსება არ მაქვს საკმარისი და როგორ აღვადგინო
Print