ახალი ამბები
ენმ:ზუგდიდის მერიაში, შესაძლოა, ახალი ააიპ-ი დაფუძნდეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლოა, ახალი ააიპ ტურიზმის განვითარების მიმართულებით შეიქმნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი საკრებულოს წევრებმა უკვე მიიღეს. 

„ეს იქნება ახალი ააიპ, რომლის დაფინანსება გათვალისწინებულია სწორედ ზუგდიდის ბიუჯეტიდან და 2019 წელს სხვადასხვა ცვლილების შედეგად“, - თქვა წითლიძემ.

მის საპასუხოდ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრმა კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ საუბარია ინტერმუნიციპალურ ააიპ-ზე, რომელიც ტურიზმის განვითარებას უკავშირდება.

„მიდის მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ეს არ იქნება მხოლოდ ზუგდიდის, არამედ მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს. საკრებულო ამ ააიპ-ის დაფუძნებაზე იმსჯელებს და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კაკავამ.

ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში კი მე ამბობენ, რომ ააიპ-ი მერიაში არ ფუძნდება და ეს მუნიციპალიტეტებისთვის საერთო ააიპ-ი იქნება.
Print