ახალი ამბები
ზუგდიდის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ საწყობი დაიწვა (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში, მცხეთის ქუჩაზე, მექანიკური საამქროს ყოფილ შენობაში არსებული საწყობი, რომელიც მერიის ააიპ „კეთილმოწყობის მართვსი ცენტრს“ ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა. აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, თუმცა ხანძარი მათ საცხოვრებელ ფართში არ გავრცელებულა. 




ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა დროულად მოახერხეს. დამწვარია რამდენიმე სათიბელა, ბენზოხერხი და სხვა სამუშაო იარაღები.

alt

"ცეცხლი ბენზოხერხს გაუჩნდა, მაშინ როდესაც ჩვენი თანამშრომელი მას სამუშაოს შესასრულებლად ამზადებდა. მას დაზიანებები არ აღენიშნება, დროულად მოახერხა საწყობის დატოვება“, - აღნიშნა ააიპ-ის ხელმძღვანელის მოადგილემ მამუკა ციმინტიამ.

შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მსგავსი საწყობები საცხოვრებელ კორპუსში საშიშია და მათ მერიას არაერთხელ მიმართეს.

alt

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები. 

Print