ახალი ამბები
კომბინატის დევნილთა დასახლების მიმდებარედ კანალიზაციის ჭები იწმინდება (ფოტო)
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე სასტუმროს ყოფილი შენობის მიმდებარედ საკანალიზაციო ჭების ამოწმენდა დაიწყეს. გარდა ამისა, იგეგმება ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა. ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ პრობლემა, რომელიც იქ მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ, მოგვარდება.
alt
„მერიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ადგილზე. ჭების გაწმენდის გარდა, ეძებენ დაზიანებულ მილებს. გარდა ამისა, ყველა ჭის ზომა აღებულია, რათა დამზადდეს ახალი სახურავი“, - ამბობენ მერიაში.
alt

სასტუმროს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები ამბობდნენ, რომ მათ საცხოვრებელი გარემოს მიმდებარედ ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა გაჭედილია და ჭებიდან ფეკალური მასები გადმოდის, რაც ანტისანიტარიას ქმნის.ისინი შესაბამისი სამსახურისგან დახმარებას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე:

კომბინატში მცხოვრები დევნილები ანტისანიტარიის გამო დახმარებას ითხოვენ (ფოტო, ვიდეო)
Print