ახალი ამბები
ზუგდიდში გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ ტროტუარებზე განთავსებული დახლები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ აიღეს. მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზეს და მიმდინარე კვირას გარევაჭრობა ქალაქის ყველა ლოკაციაზე აიკრძალება.

როგორც რადიო "ათინათს" მოვაჭრეებმა უთხრეს, ისინი თანახმა არიან ტროტუარიდან ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლონ, თუმცა შიშობენ რომ იქ გადასახადს ვერ გადაიხდიან.

ამ ეტაპზე ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეთა ის ნაწილი რჩება, რომელიც ტანსაცმლით ვაჭრობს.

„მიმდინარეობს ადგილების მოძიება ტანსაცმლით მოვაჭრეთათვის და როგორც კი იქნება ალტერნატიული ფართი, მოხდება მათი გადაყვანა, ამის თაობაზეც გაფრთხილებულები არიან“, - ამბობენ მერიაში.

გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად ზუგდიდში სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მომუშავეებმა გარევაჭრობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს.

ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს 
Print