რეგიონი
დეპუტატი აბასთუმანში ქუჩების მიმთითებელი აბრის დამონტაჟებას ითხოვს
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა სოფელ აბასთუმანში ყველა ქუჩის შესასვლელში მიმთითებელი აბრის დამონტაჟებას ითხოვს. დეპუტატის თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახური ავადმყოფთან მისვლას, იმის გამო აგვიანებს, რომ ქუჩებს სახელწოდებები არ აქვს.

„მესმის, რომ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ვითხოვ, რომ ყველა უბნის შესასვლელში იყოს ქუჩის სახელი, რადგან დროზე მივიდეს 112 ავადმყოფთან. როდესაც ვინმე რეკავს 112-ში, მე მიწევს ჩემი მანქანით წინ გავუძღვე და დანიშნულების ადგილამდე მივიყვანო, ხოლო როდესაც სახლში არ ვარ, ამას აკეთებს მამაჩემი“, - თქვა ედიტა კოდუამ.

მისივე ინფორმაციით, აბასთუმანში დაახლოებით 15-მდე ქუჩაა.
Print