ახალი ამბები
რუხში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ადგილზე 2 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია 80-მ² ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.

Print