რეგიონი
ზუგდიდში მამაკაცის დაჭრის ბრალდებით მისი სიმამრი დააკავეს
ზუგდიდში, 31 მარტს ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკვეს. დაკავებული დაზარალებულის სიმამრია. რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, წყვილის მალულად დაქორწინება გახდა.
Print