ახალი ამბები
ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ ჯგუშია ახალგაზრდებს შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშიას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციები მერიის საქმიანობაზე მთავარი მონიტორინგის ფუნქციას შეასრულებენ. ჯგუშია ამბობს, რომ მომავალ თაობას უნდა შეუქმნან ისეთი პირობები, რომ მათ არ მოუნდეთ საკუთარი ქალაქიდან გასვლა. კანდიდატის განმარტებით მერია ახალგაზრდების მიმართ უნდა ახალისებდეს სამ რამეს: ხარისხიან სწავლას, შრომისთვის ახალგაზრდების ეფექტურ მომზადებას და ახალგაზრდების გართობას.

„თვითმმართველობა, რომ ვაქციოთ რეალობად და არ დარჩეს ისეთ ქიმერად, როგორც დღეს არის, ახალგაზრდები უნდა ვაქციოთ ყველაზე აქტიური მოქალაქის ავანგარდულ ამპლუაში მყოფ სოციალურ მთავარ ჯგუფად, ანუ არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩემი მერობის პირობებში ახალგაზრდობა იქნება ფაქტიური მოქმედი ჩრდილოვანი კაბინეტი ზუგდიდის მერიის. მე შევქმნი ახალგაზრდობის ყველა სეგმენტზე დაკვეთებს მივიღებ ახალგაზრდებისგან. მოვახდენთ ამ ყველაფრის შეჯამებას, განხილვას, შეჯერებას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს თვითმმართველობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელების კუთხით. მერია უნდა ახალისებდეს მხოლოდ სამ რამეს ახალგაზრდობის მიმართ:მაღალხარისხიან სწავლას, ეფექტიან შრომისთვის ახალგაზრდების მომზადებას და რა თქმა უნდა ახალგაზრდობის გართობას. გვეყოლება დამაგრებული ახალგაზრდობა და არა მოგერიებისთვის განწირული ახალგაზრდობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალგაზრდის ყველა პრობლემის ინვენტარიზება უნდა იყოს მერის ძირითადი ფუნქცია და ნომერ პირველი ამოცანა, ასე ვაპირებ მე“, - აღნიშნა ჯგუშიამ. 

მერობის კანდიდატის ზუგდიდელ ახალგაზრდებთან შეხვედრა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო.


Print