ახალი ამბები
ზუგდიდში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ცხოველთა რეგიონლი თავშესაფრის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდეტო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება და ენერგო ეფექტური მშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამავე დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანია ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების, ცხოველთა კეთილდღეობაზე მონიტორინგი და პოპულაციის მართვა - კონტროლის ორგანიზება - აღრიცხვა.

გარდა ზუგდიდისა, თავშესაფრების მოწყობა ქუთაისსა და რუსთავშიცაა დაგეგმილი. სამივე რეგიონში შესყიდვის ღირებულება 155 000 ლარია.

ტენდერში წინადადებები 20-დან 23 მაისის ჩათვლით მიიღება.


ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაია: ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
Print