ახალი ამბები
თინა ბოკუჩავა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მან გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და შემთხვევაში მონაწილე პირების ვინაობასაც ასახელებს.  

„ვითხოვთ, რომ დაუყონებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას 19 მაისს, ზუგდიდში, მეცხრე საარჩევნო უბანზე და მოახდინეს ჩემთვის უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვა. ეს ისჯება კანონით და მოვითხოვთ, რომ დაუყონებლივ, სისხლის სამართლებრივ დევნაში მიეცნენ კონკრეტულად კახაბერ მურადაშვილი და მისი ხელქვეითი მამუკა ჯანანაშვილი. ასეთი ადამიანების ადგილი საქართველოს პოლიციაში არ არის. ისინი არიან საქართველოს პოლიციის სირცხვილი და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რომ კანონის სრული სიმკაცრით პასუხი აგონ ამ ადამიანებმა და ყველა იმ პოლიციელმა, რომელმაც ამ უკანონობაში მონაწილეობა მიიღო“, - ამბობს  თინა ბოკუჩავა.

19 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა #9 უბნიდან სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 


წყარო: პირველი არხი

ამავე თემაზე:
თინა ბოკუჩავა საარჩვენო უბნიდან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს (ვიდეო)
Print