ახალი ამბები
„არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“- ზუგდიდელი მოსწავლეების პროტესტი (ფოტო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს.  ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს უერთდებიან და მათ მოთხოვნებს იზიარებენ. აქციის მონაწილეებს ასეთი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ: „მტერს ეშინია ჩვენი ერთობის“, „რუსეთი მკვლელია“, „სირცხვილია“, „რუსეთი ოკუპანტია“, "ომი რომელიც არ დასრულებულა". 

„ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები, გადადგეს გიორგი გახარია, რადგან სწორედ მან გასცა ის ბრძანება, რის შედეგადაც რეზინის ტყვიებით ჩვენი ახალგაზრდები დაშავდნენ. ჩვენ ვუერთდებით იმ აქცია,ს სადაც ჩვენი დები და ძმები დგანან“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო არჩევნების პროპორციული სისტემაზე გადასვლა, თუმცა არა ნულოვანი ბარიერით.

ზუგდიდში 20 ივნისის მოვლენების გასაპროტესტებლად აქციებს სამოქალაქო აქტივისტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმაც გამართეს.

Print