ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ფოტოაპარატის შესაძენად ტენდერი მესამედ გამოაცხადა
ზუგდიდის მერია  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის ფოტოაპარატს შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და 22 ივლისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  1 ერთეული ოპტიკური ხელსაწყოს შეძენა 5 700 ლარად იგეგმება. ფოტოაპარატი ახალი და არანაკლებ 26 მეგაპიქსელიანი უნდა იყოს.

აღნიშნული ტექნიკის შესყიდვაზე ტენდერი უკვე მესამედ ცხადდება.  




Print