ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ დავითიანში ნაეკლესიარი აღმოჩინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში, სასაფლაოსთან ახლოს, კომპლექსურ ნაგებობათა ნაშთები აღმოაჩინეს. მერიის ინფორმაციით, ნაშთები ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახეს ატარებს.

"ობიექტი მთლიანად ეკალ - ბარდითაა დაფარული, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, ძირითადი ნაგებობისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების გავრცელების არეალი. სავარაუდოდ, კომპლექსი შედგება ნაეკლესიარის ე. წ. ,,ნაოხვამუს", საფორტიფიკაციო მცირე ნაგებობის - ,,ჯიხას" და გალავნის კედლებისგან. მთავარი, ცენტრალური შენობა (ნაეკლესიარი) რიყის ქვითა და კირქვის კონგლომერატით არის ნაგები. როგორც ჩანს, ის თავის დროზე მოპირკეთებული ყოფილა თლილი კირქვის საპერანგე ქვებით. ამ ეტაპზე არსებული საპერანგე ქვები, დეკორის გარეშეა წარმოდგენილი და სადაა აღმოჩენილი ძეგლი, ისტორიულ - არქეოლოგიური ობიექტია და სასწრაფოდ საჭიროებს, როგორც გაწმენდით, ასევე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას, რაც ზუსტად განსაზღვრავს ძეგლის დანიშნულებას, გავრცელების არეალს და ქრონოლოგიურ კუთვნილებას", - ამბობენ მერიაში.

ამავე ცნობთ, ძეგლის აღმოჩენის შესახებ, შემდგომი ექსპერტიზისა და სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე ეცნობა.
Print