ახალი ამბები
მერიის ააიპ-ის თანამშრომელი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო გააფრთხილეს
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილეს ზაზა ფარცვანიას, რომელმაც აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, გაფრთხილება მისცეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თავად ფარცვანიამ უთხრა.

„როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ისე მოახდინეს რეაგირება. ემოციურ ფონზე დავწერე და შემდეგში აღარ განმეორდება“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

ფარცვანია საკუთარ ფეისბუქ პოსტში დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც პარლამენტთან შეკრებილებს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, მხარდაჭერას უცხადებდა, აქციის მონაწილეებს კი აგინა და "ქათმებად" მოიხსენია.

აღნიშნული ფაქტის შესახებ მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
ამავე თემაზე:

ზუგდიდის ააიპის თანამშრომლის შეურაცხმყოფელი პოსტები აქტივისტებმა გააპროტესტეს (ფოტო)
Print