ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის სამ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისებისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსები დაინიშნენ. ისინი თანამშრომლებს მერმა გიორგი შენგელიამ წარუდგინა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსად იდა ქვარაია დაინიშნა. ქვარაია მერიაში  2014 წლიდან 2019 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის თანამდებობა მიხეილ ჭკადუამ დაიკავა. იგი ზუგდიდის რესურსცენტრში მუშაობდა. ასევე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა პრივატიზების სამხარეო სამმართველოში, იურიდიული განყოფილების უფროსი. ასევე მუშაობდა სხვადასხვა  კერძო კომპანიებში იურისტად.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გიგა მელია დაინიშნა. ის 2017 წლიდან დღემდე მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსად. ასევე იყო გამგეობაში ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისი.

გარდა ამისა, მერმა ეგრისისა და  რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენლები დანიშნა.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანამდებობებზე ახალი ხელმძღვანელები კონკურსის წესით შეირჩნენ.

Print